ლევან ვარშალომიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის „ძალა ერთობაშიას“ პარტიული სიის პირველი ათეული წარადგინა
ლევან ვარშალომიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის „ძალა ერთობაშიას“ პარტიული სიის პირველი ათეული წარადგინა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ვარშალომიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის „გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას“ პარტიული სიის პირველი ათეული წარადგინა.

სიაში ძირითადად პარტიის ცნობილი და ძველი სახეები არიან წარმოდგენილი.

ათეულის პირველი ნომერი უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონია, მეორე ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავჯდომარე გიორგი კირთაძე, მესამე აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი გია აბულაძე, მეოთხე მურმან დუმბაძის მოძრაობა „ემსახურე საქართველოს“ წარმომადგენელს მედეა ვასაძე, მეხუთე ბათუმის საკრებულოს წევრი ლევან ანთაძეა, მეექვსე „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი, ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი, შემდეგ მამული სურმანიძე, ასმათ დიასამიძე, დავით კონცელიძე და მამუკა ჯევაიში.

„ხალხი მზად არის ცვლილებებისთვის, 31 ოქტომბერს ჩვენ გავიმარჯვებთ და დავიწყებთ აღმშენებლობის პროცესს“, – მიმართა მხარდამჭერებს ლევან ვარშალომიძემ.