ლევან ვარშალომიძე აცხადებს, რომ პარლამენტის წევრის მანდატზე უარს ამბობს
ლევან ვარშალომიძე აცხადებს, რომ პარლამენტის წევრის მანდატზე უარს ამბობს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ვარშალომიძე აცხადებს, რომ სადეპუტატო მანდატს ტოვებს.

მისი თქმით, ლეგიტიმაციაგამოცლილი ხელისუფლების შეცვლისთვის გადამწყვეტი ბრძოლა უნდა დაიწყოს.

„უარს ვაცხადებ საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატზე, რადგან მსურს ლეგიტიმაციაგამოცლილი ხელისუფლების შეცვლისთვის გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყოს“, – წერს ვარშალომიძე.

პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გუშინდელ აქციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს ტოვებს. დღეს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მამუკა ხაზარაძის ნაბიჯი ძალიან შთამბეჭდავი იყო და მის პოზიციას იზიარებს. „ჩემი რჩევა იქნება ყველა თანამებრძოლისა და წესიერი ხალხისადმი პარლამენტში, მიბაძონ მამუკა ხაზარაძეს და დატოვონ „ოცნება“ საკუთარ თავთან მარტო“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.