ლევან თოფაძის ადვოკატი - დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა კლინიკაში რჩება
ლევან თოფაძის ადვოკატი - დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა კლინიკაში რჩება

ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ის კვლავ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში რჩება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ლევან თოფაძის ადვოკატმა, გიორგი ანთაძემ განუცხადა.

ადვოკატის თქმით, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი, მათ შორის ექსპერტიზა, რათა დადგინდეს რამდენად მძიმეა დაზიანება.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, ბლაგვი, მჭრელი, მჩხვლეტავი საგნით არის ჭრილობები მიყენებული. მაკრატელია თუ დანა, ამას სჭირდება ექსპერტიზა. ვარაუდით თქმა შეუძლებელია. ჩემი ინფორმაციით, სახლში აქვს მიყენებული ჭრილობები. ამ ეტაპზე, საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი, რაც ნიშნავს, რომ უნდა დადგინდეს მოტივი, მიზანი. მრავალი ვერსია გავრცელდა, თუმცა ამ ეტაპზე, ვერ დავადასტურებთ. ჩემი ინფორმაციით, იყვნენ პირები ადგილზე და ისინი უნდა გამოიკითხონ. უმნიშვნელოვანესია ექსპერტიზის დასკვნა. განისაზღვრება, დაზიანების ხარისხი მძიმეა, მსუბუქია თუ სიცოცხლისთვის საშიში. ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში წავა დოკუმენტები. ჟვანია გადაყვანილია დაკავების წინასწარ იზოლატორში და როგორც ვიცი, არ აღიარებს დანაშაულს“, – განაცხადა ანთაძემ.

ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრა გუშინ მოხდა. ფაქტზე დაკავებულია ბუსა ჟვანია, რომლისთვისაც ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წაუყენებიათ.

დატოვე კომენტარი