ლევან თარხნიშვილი – ვერ ვიტყოდი, რომ ოპოზიციის რეიტინგი შემცირებულია, უბრალოდ ძალიან დიდია პროპორცია ადამიანების, რომლებიც შეკითხვას არ პასუხობენ
ვერ ვიტყოდი, რომ ოპოზიციის რეიტინგი შემცირებულია, უბრალოდ ძალიან დიდი პროპორციაა ადამიანების, რომლებიც შეკითხვას არ პასუხობენ და ეს გასაგებიცაა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა განაცხადა.
„მე ვერ ვიტყოდი, რომ ოპოზიციის რეიტინგი არის შემცირებული. უბრალოდ ძალიან დიდი პროპორციაა ადამიანების, რომლებიც შეკითხვას არ პასუხობენ და ეს გასაგებიცაა, ისედაც საეჭვო ვითარებაა. ამას პლუს ემატება სატელეფონო გამოკითხვა, როდესაც უბრალოდ იზრდება გამოპასუხების პროცენტული რაოდენობა. ზოგადად, ეს პრობლემა არის „ენდიაის“ კვლევების პრობლემა, რასაც ჩამტარებლებიც აღიარებენ. ამ შემთხვევაში პარტიების რეიტინგზე ლაპარაკი ცოტათი უხერხულია. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ სხვა საკითხებზე, როგორებიცაა ქვეყნის მიმართულება, დემოკრატია და ხალხის ზოგადი განწყობები“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.