ლევან თარხნიშვილი - როდესაც ახლო ურთიერთობაში ვარ, მაშინ მიკეთია პირბადე, მაგრამ გახსნილ სივრცეში მარტო რომ ვმოძრაობ, რატომ უნდა გავიკეთო, გაუგებარია
ლევან თარხნიშვილი - როდესაც ახლო ურთიერთობაში ვარ, მაშინ მიკეთია პირბადე, მაგრამ გახსნილ სივრცეში მარტო რომ ვმოძრაობ, რატომ უნდა გავიკეთო, გაუგებარია

როდესაც ახლო ურთიერთობაში ვარ, მაშინ მიკეთია პირბადე, მაგრამ როდესაც გახსნილ სივრცეში მარტო ვმოძრაობ, რატომ უნდა გავიკეთო, გაუგებარია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ლევან თარხნიშვილმა პარლამენტთან აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„კომენდანტის საათი საერთოდ აბსურდის თეატრია და მისი მთავარი მიზანი არის პოლიტიკური ხელშეშლა, მეტი არაფერი. არავის არ სჯერა ამ ქვეყანაზე მგონი, რომ კორონა მძვინვარებს მაინცდამაინც 22:00 საათიდან 05:00 საათამდე.

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება არის იმიტომ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა შვიდი თვის განმავლობაში გარდა იმისა, რომ თვითტკბობით იყვნენ დაკავებული. ამბობდნენ, რომ ამერიკაზე და ევროპის სხვა ქვეყნებზე უკეთესი მენეჯმენტი გააკეთეს. ამის გამო მივიღეთ ის ვითარება, რაც მივიღეთ და არა იმის გამო, რომ ადამიანები რაღაცას არ იცავენ“,- განაცხადა თარხნიშვილმა.