ლევან თარხნიშვილი - „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ევროპულ საქართველოსა“ და „გირჩს“ შორის არის გარკვეული კონსულტაციები როგორც მიმდინარე, ისე პოლიტიკურ საკითხებზე
ლევან თარხნიშვილი - „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ევროპულ საქართველოსა“ და „გირჩს“ შორის არის გარკვეული კონსულტაციები როგორც მიმდინარე, ისე პოლიტიკურ საკითხებზე

„ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“ და „გირჩი“, ამ ოთხ პარტიას შორის არის გარკვეული კონსულტაციები როგორც მიმდინარე, ისე პოლიტიკურ საკითხებზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა განაცხადა.

როგორც ლევან თარხნიშვილმა აღნიშნა, საუბარი მიდის სხვადასხვა პარტიებთან შესაძლო კორპორაციის შექმნა და შესაძლო საარჩევნო კორპორაციაზე, ეს მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა.

„მე არ ვიტყოდი, რომ ყველას მინუს ნაცები, უამრავი პარტიაა, რომელიც დღეს მოლაპარაკებების მაგიდასთან ზის და რომელთანაც ჩვენ ერთად არ განვიხილავთ კოოპერაციას. საუბარი მიმდინარეობს ამ ოთხ პარტიას შორის ეს არის და ეს. ეს არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული თანხვედრები და შესაბამისად, ვლაპარაკობთ იმაზე, რამდენად ღრმა არის ეს თანხვედრა და რამდენად შესაძლებელია, ეს გადაიზარდოს რაიმეში. „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“ და „გირჩი“, ამ ოთხ პარტიას შორის არის გარკვეული კონსულტაციები როგორც მიმდინარე, ასე პოლიტიკურ საკითხებზე, ეს დღეს არ დაწყებულა. თქვენ ყველას გახსოვთ, რომ გარკვეულ შეთანხმებებზე არჩევნების წინაც მოეწერა ხელი, იქ სხვადასხვა პარტიები უერთდებოდა ამ შეთანხმებას. ეს ოთხი პარტია იყო მუდმივად. კოოპერაცია მიმდინარეობს, ეს არ არის ახალი დაწყებული პროცესი, ეს დაწყებული იყო არჩევნების წინაც, ლაპარაკია, რომ ეს კიდევ უფრო გაღრმავდეს. რატომ არ არის სხვა პარტიები, იმიტომ, რომ სხვა პარტიებთან ასეთი თანხვედრა არ გვაქვს“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.