ლევან სურგულაძე - ყველაფერი ვიფიქრეთ წინასწარ და ვახორციელებთ გეგმის მიხედვით, როგორც კანონშია გაწერილია
ლევან სურგულაძე - ყველაფერი ვიფიქრეთ წინასწარ და ვახორციელებთ გეგმის მიხედვით, როგორც კანონშია გაწერილია

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები საპენსიო სააგენტოს დირექტორს, ლევან სურგულაძეს უსმენენ.

სურგულაძე საპენსიო სააგენტოს მუშაობის შედეგებს აჯამებს და დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

,,რეფორმა და კანონი ითვალისწინებს, რომ საპენსიო შენატანების ინვესტირება უნდა მოხდეს სხვადასხვა კეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში. ის, რომ ჩვენ დეკემბერში არ შევქმენით საინვესტიციო საბჭო ნორმალურია. არც იანვარში გვჭირდებოდა, რადგან დანაზოგის მოცულობა უნდა იყოს ისეთი, რომ შეიქმნას დივერსიფიცირებული პორტფელი. 50 მილიონით ნამდვილად ვერ შექმნით პორტფელს, ის იქნება უფრო რისკიანი, ამიტომ რაღაც გარკვეული კრიტიკული მოცულობა უნდა შეიქმნას და ეს მოცულობა იქნება ზუსტად იმ დროს, როდესაც გვეყოლება საინვესტიციო საბჭოც, უფროსი საინვესტიციო ოფიცერიც, რისკის კონტროლის მექანიზმიც უახლოეს ორ თვეში“, – განაცხადა სურგულაძემ.

მისი თქმით, ყველაფერი წინასწარ არის ნაფიქრი და გეგმა ნაბიჯ-ნაბიჯ ხორციელდება.

„არ მიმაჩნია, რომ ჩვენ რამეს ჩამოვრჩით ან რამე გავაკეთეთ და მერე ვიფიქრეთ. არა, ყველაფერი ვიფიქრეთ წინასწარ და ვახორციელებთ ნაბიჯ-ნაბიჯ, გეგმის მიხედვით, ისე, როგორც გაწერილია კანონში“, – განაცხადა ლევან სურგულაძემ კომიტეტზე.