ლევან სურგულაძე - საპენსიო ანგარიშებზე ამ დროისთვის 80 მილიონი ლარია მობილიზებული
ლევან სურგულაძე - საპენსიო ანგარიშებზე ამ დროისთვის 80 მილიონი ლარია მობილიზებული

საპენსიო სააგენტოს დირექტორის, ლევან სურგულაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის საპენსიო სისტემაში 42 ათასზე მეტი კომპანიაა ჩართული დაახლოებით ნახევარი მილიონი ინდივიდუალური ანგარიში.

სურგულაძის განმარტებით, პროცესი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. რაც შეეხება კითხვას, ჩაერთვნენ თუ არა სისტემაში თვითდასაქმებული ადამიანები, სააგენტოს დირექტორის თქმით, თვითდასაქმებულმა ინდივიდუალური ანგარიშები უკვე გახსნეს.

“ბოლო მონაცემებით, საპენსიო სააგენტოში გაწევრიანებული არის 42 ათასზე მეტი კომპანია, ნახევარი მილიონი პერსონალური ანგარიშია გახსნილი და დაახლოებით 80 მილიონი ლარი არის აკუმულირებული. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, მათ დაიწყეს გაწევრიანება, ჩვენ ზუსტად არ ვიცით მათი რიცხვი, ახლა ვამუშავებთ მონაცემებს, ნახევარი მილიონი ანგარიშია და შესაბამისად, ამას გარკვეული დრო დასჭირდება, რომ ზუსტად ვიცოდეთ, რამდენია თვითდასაქმებული და დასაქმებული. ზოგადად პროცესი მიმდინარეობს ნორმალურ რეჟიმში, ყველა ჩვენი სისტემა მუშაობს არსებითი ხარვეზების გარეშე, ცხელი ხაზი, მომსახურეობის სივრცე, სისტემები, ყველაფერი მუშაობს ისე, როგორც იყო გეგმაში და მივდივართ წინ“, – განუცხადა პირველ არხს საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ.