ლევან სურგულაძე - ავტორიტეტულმა საერთაშორისო ექსპერტებმა გვირჩიეს, რომ სავალდებულო კომპონენტის გარეშე საპენსიო სქემა არ იმუშავებს და ჩვენ ეს გამოცდილება გავიზიარეთ
ლევან სურგულაძე - ავტორიტეტულმა საერთაშორისო ექსპერტებმა გვირჩიეს, რომ სავალდებულო კომპონენტის გარეშე საპენსიო სქემა არ იმუშავებს და ჩვენ ეს გამოცდილება გავიზიარეთ

საპენსიო რეფორმაში სავალდებულო დაგროვების კომპონენტი საპენსიო სააგენტომ საერთაშორისო ექსპერტების რჩევით ჩადო, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბზინესპარტნიორთან“ საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ შევისწავლეთ საერთაშორისო გამოცდილება. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ყველა ქვეყანაში, განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყნებში დაგროვებითი საპენსიო სქემა მუშაობს წარმატებულად და ყველგან სავალდებულოა როგორც დამსაქმებლების, ისე დასაქმებულებისთვის. ისე ეს სქემა არ მუშაობს. ჩვენმა ყველა ექსპერტმა – ძალიან ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებმა გვირჩიეს, რომ სავალდებულო კომპონენტის გარეშე ეს სქემა არ იმუშავებს, ის არ მუშაობს არც ერთ ქვეყანაში. ეს გასაგებია ადამიანის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე და ჩვენ ეს გამოცდილება გავიზიარეთ“, – განმარტა სურგულაძემ.