ლევან სილაგავა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ხორბლის იმპორტის დივერსიფიცირების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია
ლევან სილაგავა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ხორბლის იმპორტის დივერსიფიცირების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ხორბლის იმპორტის დივერსიფიცირების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.

გადაცემაში ხორბლის სტრატეგიული მარაგების მნიშვნელობა და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებაში ხორბლის მარაგების როლი განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ საქართველო ხორბლის იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, რაც სასურსათო უსაფრთხოების კუთხით სერიოზული გამოწვევაა.

სილაგავა მიიჩნევს, რომ სასურსათო უსაფრთხოების კუთხით ქვეყანამ თავი დაცულად რომ იგრძნოს, ერთის მხრივ ადგილობრივი წარმოება უნდა გაზარდოს, მეორეს მხრივ – იმპორტის დივერსიფიკაცია მოახდინოს. იმპორტის დივერსიფიკაციისთვის კი, სილაგავს მოსაზრებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ღრმაწყლოვანი პორტის არსებობას, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში აშშ-დან და ევროპიდან ხარისხიანი ხორბლის იმპორტის შესაძლებლობას აჩენს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ღრმაწყლოვანი პორტი. დასავლეთიდან მოდიან ძალიან მაღალი წყალტევადობის გემები და დღეს მათი მიღების საშუალება არ გვაქვს. ეს დივერსიფიცირების კუთხით კიდევ ერთი სერიოზული თემაა, რადგან საუბარია მაღალი ხარისხის ხორბალზე, რომელიც 30-50 ათასი ტონაჟობის მქონე გემებით შეიძლება შემოვიდეს, მაშინ, როცა დღეს არსებულ პორტებში 3-5 ათასიანი გემები შემოდის. შესაბამისად, აქ დივერსიფიცირებას ალტერნატივა არა აქვს“, – განმარტა ლევან სილაგავამბიზნესპარტნიორში“.