ლევან შენგელია „დინამო თბილისს“ ტოვებს - ფეხბურთელს ესპანეთისა და თურქეთის გუნდები იწვევენ
ლევან შენგელიამ საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა, რომ შესაძლოა, მალე „დინამო თბილისი“ დატოვოს.
„მიწვევები მაქვს. მოლაპარაკება ორ ესპანურ გუნდთან მიმდინარეობს, ლა ლიგა 2-ის „კადისთან“ და „ტენერიფესთან“, მაგრამ ვარიანტები სხვა ქვეყნებიდანაც არის – თურქეთის სუპერლიგის „კონიასპორშიც“ მიწვევენ. ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ლევან შენგელია.
„დინამო თბილისმა“ ევროპის ლიგის განმეორებითი შეხვედრა როტერდამის „ფეიენოორდთან“ 1:1 დაასრულა (პირველი 0:4 წააგო) და ტურნირს გამოეთიშა. ეს ერთადერთი გოლი ლევან შენგელიას ანგარიშზეა.
გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს „ფეიენოორდთან“ მატჩის შემდეგ 26 წლის თავდამსხმელი გუნდს დატოვებდა, მაგრამ შენგელიას თქმით, გუნდთან კონტრაქტი 31 აგვისტოს უმთავრდება და მანამდე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში „დინამოს“ ფორმით სამ შეხვედრას ჩაატარებს და ახალ გუნდში მხოლოდ ამის შემდეგ გადავა.