ლევან სანიკიძე - „ქართული ოცნება“ თავის რუსულ სპეცოპერაციაში ხუთიანს ვის მიანიჭებს, ცოტა არ იყოს და ფეხებზე გვკიდია
ლევან სანიკიძე - „ქართული ოცნება“ თავის რუსულ სპეცოპერაციაში ხუთიანს ვის მიანიჭებს, ცოტა არ იყოს და ფეხებზე გვკიდია

„ქართული ოცნება“ თავის რუსულ სპეცოპერაციაში ხუთიანს ვის მიანიჭებს, ცოტა არ იყოს და ფეხებზე გვკიდია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ციხე საფრთხე არ არის, პარტიის წევრები საკუთარი სიცოცხლით და ჯანმრთელობით რისკავენ, შესაბამისად, ვერ იქნებოდნენ საარჩევნო ნომერზე დამოკიდებული.

„ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ უკომპრომისოები და შეუპოვრები. ჩვენთვის ციხე არ არის საფრთხე, ჩვენ საკუთარი სიცოცხლით და ჯანმრთელობით ვრისკავთ. ჩვენ ნამდვილად ვერ ვიქნებოდით დამოკიდებული საარჩევნო ნომერზე. თუ უნდათ ხუთიანის წაღება, შეუძლიათ წაიღონ და დააბინაონ შესაბამის ადგილზე. როდესაც ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება, ხუთიანი დაუბრუნდება მის პატრონს. იქამდე კი „ქართული ოცნება“ თავის რუსულ სპეცოპერაციაში ხუთიანს ვის მიანიჭებს, ცოტა არ იყოს და ფეხებზე გვკიდია“,- განაცხადა სანიკიძემ.

ცნობისთვის, ცესკო-ში განაცხადეს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი არ გააკეთეს, რის გამოც საარჩევნო ნომრები არ შეუნარჩუნდათ.