ლევან სანიკიძე – ღმერთმა უწყის, გახარია როდის ჩამოვა, ის რომ ჩამოვიდეს, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, მისი გუნდი არაფრის მომგები არ არის, ორი ოპოზიციური ძალა შედის არჩევნებში და ვერ იყენებს სიტყვა „გამარჯვებას“
ღმერთმა უწყის, გახარია როდის ჩამოვა. ის რომ ჩამოვიდეს, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, მისი გუნდი არაფრის მომგები არ არის. ორი ოპოზიციური ძალა შედის არჩევნებში და ვერ იყენებს სიტყვა „გამარჯვებას“. ეს სწორია? – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
სანიკიძის თქმით, შეუძლებელია, ხაზარაძე-გახარიას ალიანსმა რაიმე შედეგი დადოს, როცა მთავარი ოპოზიციური ძალები არ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას.
„მათი გეგმა რა არის? მაგალითად, 5 ოქტომბერს გახარიას ჰყავს 60 დეპუტატი საკრებულოში, როგორ აბრუნებენ თავიანთ ლიდერს სახელმწიფოში? მათი ლიდერი მშვიდობით, არარადიკალურად გააქციეს საქართველოდან. გახარიას სუფთა და აწეული ხელებით მოუწია წასვლა ქვეყნიდან. ღმერთმა უწყის, როდის ჩამოვა. ის რომ ჩამოვიდეს, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, მისი გუნდი არაფრის მომგები არ არის. აიღებს საკრებულოს 60 მანდატს და ჩამოვა? ამ წუთას არის ორი ოპოზიციური ძალა, რომელიც შედის არჩევნებში და ვერ იყენებს სიტყვა „გამარჯვებას“. ეს სწორია?“ – აღნიშნა ლევან სანიკიძემ.