ლევან სანიკიძე – ჩვენი პირველადი მოთხოვნაა, ელენე ხოშტარიას სასწრაფოდ გაეწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, მაგრამ უმთავრეს მოთხოვნად რჩება მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება

15:39, 29.06.2026

დღეს საქართველოს ჰყავს დე ფაქტო ხელისუფლება, რომლის პოლიტიკა არ ითვალისწინებს ადამიანის უფლებების დაცვას, ამიტომ არ გვიკვირს, როგორც იქცევიან ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ელენე ხოშტარია არის გამორჩეული ლიდერი, ადამიანი, რომლის გატეხაც ვერ შეძლო ხელისუფლებამ“.

„ჩვენ ვიცით, რომ დღეს საქართველოს ჰყავს დე ფაქტო ხელისუფლება, რომელიც დაცლილია ქრისტიანული, სახარებისეული ღირებულებებისგან, არაჰუმანური ქმედებებით არის გამორჩეული. მათ აქვთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას არ ითვალისწინებს. ამიტომ არ გვიკვირს, როგორც იქცევიან ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით. ელენე არის გამორჩეული ლიდერი, ადამიანი, რომლის გატეხაც ამ წლების განმავლობაში ვერ შეძლო ხელისუფლებამ. მათ აქვთ ძალიან მცდარი პოზიცია, რომ ამ არაჰუმანური ქმედებით შეუძლიათ, ელენეს რამე დააკლონ. რა თქმა უნდა, ჩვენი პირველადი მოთხოვნაა, ელენეს სასწრაფოდ გაეწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, მაგრამ უმთავრეს მოთხოვნად რჩება მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

მსგავსი