ლევან სანიკიძე - ამ წუთის მონაცემებითაც, ხაზარაძეს შეუძლია, შემოუერთდეს ოპოზიციურ ერთობას და შეეშვას ვიწროპარტიულ ინტერესს, ხაზარაძე-გახარიას ალიანსი მხოლოდ ბარიერის გადალახვისთვისაა შექმნილი
ლევან სანიკიძე - ამ წუთის მონაცემებითაც, ხაზარაძეს შეუძლია, შემოუერთდეს ოპოზიციურ ერთობას და შეეშვას ვიწროპარტიულ ინტერესს, ხაზარაძე-გახარიას ალიანსი მხოლოდ ბარიერის გადალახვისთვისაა შექმნილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებით, ხაზარაძე-გახარიას ალიანსი მხოლოდ ბარიერის გადასალახადაა შექმნილი და შეუძლებელია, არჩევნებში მათ რაიმე შედეგი დადონ.

სანიკიძის თქმით, 4 ოქტომბრის არჩევნები სინამდვილეში არის სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანია ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემა, რაშიც „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ მიიღებს.

„ისინი საერთო კანდიდატისთვის დიმიტრი გელოვანს ნამდვილად ვერ იპოვიან. სადაც ოპოზიციური ამომრჩევლის 70% არის სპეცოპერაციის წინააღმდეგი, სადაც მთავარი ოპოზიციური ძალები არ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, შეუძლებელია, მათ რაიმე შედეგი დადონ. ეს ალიანსი, სამწუხაროდ, არის მხოლოდ და მხოლოდ შექმნილი ბარიერის გადალახვისთვის. ორივეს ცალ-ცალკე თუ პრობლემა ჰქონდათ, მგონია, რომ უფრო თამამად გადალახავენ ბარიერს. საქართველოში პოლიტიკაში ნადვილად არ არის ის ეტაპი ჯერჯერობით, მოხდეს წარსულის არსებითი გადაფასება, ვინ რას აკეთებდა. გუშინ და გუშინწინ  ერთმანეთს აბრალებდნენ, რომ რუსულ საქმეს აკეთებდა გიორგი გახარია, როდესაც პარლამენტის მანდატებს არ თმობდა.

ბევრი შეკითხვა არსებობს, ჩემთვის უფრო საინტერესოა, თბილისის მერობის კანდიდატობაზე მეტად, ანაკლიის მაჟორიტარობის კანდიდტი ვინ იქნება? „ლელო“ თავის დროზე ამ მიზნით შეიქმნა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი ჩამოიშალა. ანაკლიაში მთავარი დაპირება ხომ პორტის აშენება უნდა იყოს და რომელი პარტია აყენებს იქ კანდიდატს, ჩამშლელი თუ ვისაც უნდა აეშენებინა? ჩვენი გეგმა არის, რომ, სულ მცირე, ბიძინა ივანიშვილს არ მივცეთ ლეგიტიმაცია. ბიძინა ივანიშვილს ამ არჩევნებში გახარიასა და „ლელოს“ წინააღმდეგ ერთი ხმის გაყალბება არ დასჭირდება. ეს არ არის არჩევნები, ეს არის სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანი არის ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემა. ჩვენ ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ამ წუთის მონაცემებითაც მამუკა ხაზარაძეს შეუძლია, შემოუერთდეს ოპოზიციურ ერთობას, შეეშვას ვიწროპარტიული ინტერესის გატარებას. ერთადერთი ვარიანტი ოპოზიციური ერთობის არის, რომ „ლელომ“ განაცხადოს, ისინიც უერთდებიან ართანამშრომლობის პოლიტიკას“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.