ლევან სანიკიძე – 4 ოქტომებრს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, კალენდარულადაც, კონსტიტუციურადაც, მნიშვნელოვანია, ჩვენი ნება და ხელისუფლების დელეგიტიმაცია ქუჩაში მოვახდინოთ
ჩვენ საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ 4 ოქტომბერს სამი ქცევიდან ერთ-ერთს მიმართოს: მივიდეს ე.წ. საარჩევნო უბანთან და მიიღოს მონაწილეობა რუსულ სპეცოპერაციაში; მეორე – ჩათვალოს, რაც ქვეყანაში ხდება მისი საქმე არ არის და იყოს სახლში, ან წავიდეს მეგობრებთან ერთად, ან ოჯახის წევრები მოინახულოს, ან მუზეუმში მივიდეს; მესამე – გავიდეს ქუჩაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 4 ოქტომბერი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, კალენდარულადაც, კონსტიტუციურადაც, მნიშვნელოვანია, საზოგადოების ნება და ხელისუფლების დელეგიტიმაცია ქუჩაში მოხდეს.
„საკუთარი ამომრჩევლის და პროდასავლური ამომრჩევლის, უმრავლესობის ნების წინააღმდეგ როდესაც მიდიხარ და ამ საზოგადოების კრიტიკული ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის რუსული სპეცოპერაცია, რა კომბინაცია უნდა შესთავაზო, გარდა იმისა, რომ ივანიშვილი არ დაგიწერს იმ შედეგს, რაც შეიძლება დადო? ამასთანავე, ის ნიჰილიზმი, რომელიც არსებობს ამ ოპოზიციური პარტიების გზის მიმართ, რაც მათ აირჩიეს, ჩემი აზრით, მათ არ მისცემს საშუალებას, რაიმე განსაკუთრებული შედეგი აჩვენონ, მაგრამ ეს ჩვენი დღის წესრიგი არ არის“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არავის მოუწოდებს, 4 ოქტომბერს ე.წ. საარჩევნო უბნებზე მივიდნენ.
„პირიქით, ჩვენ მოვუწოდებთ, სამი ქცევიდან ერთ-ერთი ჰქონდეთ, ანუ როგორ შეიძლება, რომ საშუალო სტატისტიკური ქართველი 4 რიცხვში მოიქცეს. ერთი არის, რომ მივიდეს ე.წ. საარჩევნო უბანთან და მიიღოს მონაწილეობა რუსულ სპეცოპერაციაში; მეორეა – ჩათვალოს, რომ რაც ქვეყანაში ხდება, მისი საქმე არ არის და იყოს სახლში, ან წავიდეს მეგობრებთან ერთად, ან ოჯახის წევრები მოინახულოს, ან მუზეუმში მივიდეს; მესამეა – გავიდეს ქუჩაში. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, 4 ოქტომებრს შევხვდეთ ქუჩაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, კალენდარულადაც, კონსტიტუციურადაც. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ნება და ხელისუფლების დელეგიტიმაცია ქუჩაში მოვახდინოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი და მათი გზები არის რადიკალურად აცდენილი და საერთოდ არ გვაინტერესებს, რა კომბინიციას შესთავაზებენ კონკრეტულ საზოგადოებას“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.