ლევან სანიკიძე – 4 ოქტომბერს გავიდეთ ქუჩაში და ყველაფერი გავაკეთოთ ამ რეჟიმის მშვიდობიანი დასასრულისთვის, თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს, ლევან ხაბეიშვილს, რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარს
4 ოქტომბერს ქართველი ხალხი, ქვეყნის ყველა პატრიოტი მოქალაქე გამოვიდეთ ქუჩაში, ერთად დავგმოთ რუსული რეჟიმი და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ამ რეჟიმის მშვიდობიანი დასასრული ვნახოთ. თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს, თავისუფლება ლევან ხაბეიშვილს, თავისუფლება რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო კიდევ ერთხელ მიესალმა „რუსთაველის გამზირის“ 4 ოქტომბერთან დაკავშირებულ ინიციატივას.
„„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო 4 ოქტომბრის მშვიდობიანი სახალხო რევოლუციის ინიციატორს, პაატა ბურჭულაძეს და სამოქალაქო ორგანიზაცია „რუსთაველის გამზირს“ შევხვდით. ბატონმა პაატა ბურჭულაძემ გაგვაცნო მათი მოძრაობის გეგმები 4 ოქტომბრის საერთო-სახალხო კრებასთან დაკავშირებით. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო კიდევ ერთხელ მიესალმა „რუსთაველის გამზირის“ ინიციატივას. პოლიტსაბჭომ ჩვენი ლიდერის, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის უკანონო და ყოვლად სამარცხვინო პოლიტიკური დაკავების ფონზე კიდევ უფრო აქტიური და მტკიცე პოზიცია გამოხატა, რათა 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი, ჩვენი ქვეყნის ყველა პატრიოტი მოქალაქე შეიკრიბოს არა „ქართული ოცნების“ კრიმინალური და მოღალატეობრივი რუსული სპეცოპერაციის პუნქტებზე, არამედ გამოვიდეთ ქუჩაში. ერთად დავგმოთ რუსული რეჟიმი და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ამ რეჟიმის მშვიდობიანი დასასრული ვნახოთ. თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს, თავისუფლება ლევან ხაბეიშვილს, თავისუფლება რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარს, დიდება საქართველოს“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.