ლევან რატიანის განცხადებით, საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულია კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო უნივერსიტეტის ორი სტუდენტი, რომლებიც ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდნენ
ლევან რატიანის განცხადებით, საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულია კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო უნივერსიტეტის ორი სტუდენტი, რომლებიც ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდნენ

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულია კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო უნივერსიტეტის ორი სტუდენტი, რომლებიც ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდნენ.

ამ კომენტარით ლევან რატიანმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, თუ როგორია მათ კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული ორი ექიმის მდგომარეობა.

„ესენი არიან სტუდენტები, გვყავს ორი სტუდენტი, რომლებიც არიან სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და მუშაობდნენ სხვა კლინიკაში. მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე არის სტაბილური. კლინიკური გამოვლინება ამ ეტაპამდე არის ზედა სასუნთქი გზების კატარალური მოვლენები, იმედია, ასე გაგრძელდება. მიმდინარეობს სტანდარტული მკურნალობა ჩვენი საუნივერსიტეტო კლინიკის პროტოკოლით, რომელიც დამყარებულია სახელმწიფო პროტოკოლზე“ , –  განაცხადა ლევან რატიანმა.