ლევან რატიანი - ვიმედოვნებთ, რამდენიმე დღეში ჩვენს კლინიკას არც ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი აღარ ეყოლება
ლევან რატიანი - ვიმედოვნებთ, რამდენიმე დღეში ჩვენს კლინიკას არც ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი აღარ ეყოლება

ველოდებით ყველა ინფიცირებული პაციენტის გამოჯანმრთელებას. ვვარაუდობთ, რომ რამდენიმე დღეში ჩვენ კლინიკას არც ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ ეყოლება, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო ორი კვირაა, კლინიკაში ახალი პაციენტი არ მიუღიათ.

„ვვარაუდობთ, რომ რამდენიმე დღეში ჩვენ კლინიკას არც ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ ეყოლება. ერთი პაციენტი არის რეანიმაციაში. მას ამ ეტაპზე კოვიდინფექცია არ არის, თუმცა აქვს ქრონიკული დავადებები და ამიტომ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. დანარჩენ კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან, არც ერთთან არანაირი კლინიკური სიმპტომატიკა არ ვლინდება. ველოდებით რამდენიმე გამოჯანმრთელებულს. ვიმედოვნებთ, ორშაბათი-სამშაბათისთვის კლინიკაში არც ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ გვეყოლება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.