ლევან რატიანი - პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ ორმხრივი ფილტვების ანთებით მარნეულიდან ცხრა დღის ახალშობილი გადაიყვანეს 
ლევან რატიანი - პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ ორმხრივი ფილტვების ანთებით მარნეულიდან ცხრა დღის ახალშობილი გადაიყვანეს 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, კლინიკაში გუშინ ორმხრივი ფილტვების ანთებით მარნეულიდან ცხრა დღის ახალშობილი გადაიყვანეს.

როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, ჩვილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.

„ჩვილის ბიოლიგიური ნაცხი გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და დღის განმავლობაში ელოდება კლინიკა პასუხს. ახალშობილის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია“, – განაცხადა ლევან რატიანმა.