ლევან რატიანი - კორონავირუსით ინფიცირებული 67 წლის პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
ლევან რატიანი - კორონავირუსით ინფიცირებული 67 წლის პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ამ დროისთვის უკვე შვიდი პაციენტი იმყოფება.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 67 წლის პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

„კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, სამწუხაროდ, გაიზარდა რიცხვი და არის შვიდი პაციენტი. კარგად იცით, რომ ჩვენი კლინიკა ემსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით კრიტიკულ პაციენტებს. აქედან ერთ-ერთის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. პაციენტი არის 67 წლის, კლინიკურად სახეზეა კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული მწვავე რესპირატორიული დისტრესი გემოდინამიკის რღვევით“ , – აღნიშნა რატიანმა.