ლევან რატიანი - ჩვენ, ექიმები ერთი დიდი ოჯახი ვართ და თქვენს სამსახურში გვიგულეთ, ვიდრე ეს ქვეყანას სჭირდება
ლევან რატიანი - ჩვენ, ექიმები ერთი დიდი ოჯახი ვართ და თქვენს სამსახურში გვიგულეთ, ვიდრე ეს ქვეყანას სჭირდება

ვიღაცებს ეგონათ, რომ ჩვენ, ექიმები, განცალკევებულნი ვიყავით, არა ბატონო, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და თქვენს სამსახურში გვიგულეთ, ვიდრე ეს ქვეყანას სჭირდება, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა, ექიმებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, დღევანდელი შეკრება მისი ინიციატივით შედგა და შეხვედრზე კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

„გუშინ გითხარით, რომ ექიმები ერთი დიდი ოჯახი ვართ. აქედან გამომდინარე, ინტერნეტსივრციდან მხოლოდ იმიტომ გამოვედით, რომ ჩვენ ხალხს, ვისაც სჭირდება ჩვენი დახმარება, ერთიანი სქემით ვუმკურნალოთ“, – განაცხდა ლევან რატიანმა.

ლევან რატიანმა პრეპარატ „პლაქვენილზეც“ ისაუბრა.

„დღეს რომ ცხრა პაციენტი გაეწერა ჩვენი კლინიკიდან გამოჯანმრთელებული და გვაქვს დადებითი დინამიკა, ლეტალობის დაბალი ინდექსი, ალბათ ეს სქემა ამართლებს. ხვალ თუ დაიდო შედეგი, რომ უნდა ამოვიღოთ „პლაქვენილი“ პროტოკოლიდან, აუცილებლად ასე ვიზამთ. ეს არის ჩვენებით გამოსაყენებელი პრეპარატი და მისი გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამბულატორულ და საშუალო სიმძიმის პაციენტებში. კრიტიკულ პაციენტებში ვიყენებთ პროტოკოლის გათვალისწინებით. ვატარებთ 24-საათიან მონიტორინგს და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით „პლაქვენილის“ როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე. ამ ეტაპამდე „პლაქვენილით“ გართულებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.