ლევან რატიანი - 80 წლის ქალს, რომელიც ფაქტობრივად დამხმარე ვენტილაციის რეჟიმშია, კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი სუსტად დადებითია
ლევან რატიანი - 80 წლის ქალს, რომელიც ფაქტობრივად დამხმარე ვენტილაციის რეჟიმშია, კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი სუსტად დადებითია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 80 წლის ქალი რამდენიმე საათში შესაძლოა, დამხმარე ვენტილაციის რეჟიმიდან მოიხსნას, – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ამ პაციენტთან დადებითი დინამიკა აქვთ.

რატიანი აცხადებს, რომ 80 წლის ქალს კორონავირუსზე დღეს ტესტი ჩაუტარდა და პასუხი სუსტად დადებითი მიიღეს.

„ქალბატონი 80 წლის, რომელიც არის შეჭიდული დაავადებებით, მასთანაც დადებითი დინამიკა გვაქვს. ფაქტობრივად, დამხმარე ვენტილაციის რეჟიმშია და რამდენიმე საათში ეს ქალბატონის შესაძლებელია მოიხსნას. კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის შედეგად მოვიდა სუსტად დადებითი „პისიარი“,- განაცხადა რატიანმა.