ლევან ქარუმიძე - მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს იმ ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი საქართველოს მიმართ იჩენენ
ლევან ქარუმიძე - მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს იმ ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი საქართველოს მიმართ იჩენენ

საბერძნეთში ვიზიტისას ჩვენს პარტნიორებთან დეტალურად ვისაუბრეთ საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან ქარუმიძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საბერძნეთში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

ლევან ქარუმიძემ მადლობა გადაუხადა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს იმ ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი საქართველოს მიმართ იჩენენ.

„ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას, მათ შორის, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით. მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს იმ ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი საქართველოს მიმართ იჩენენ“, – განაცხადა ლევან ქარუმიძემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.