ლევან ქარუმიძე - გავრცელებული ანგარიში არ ეკუთვნის ევროპარლამენტს და არ წარმოადგენს ევროპარლამენტის ოფიციალურ პოზიციას
ლევან ქარუმიძე - გავრცელებული ანგარიში არ ეკუთვნის ევროპარლამენტს და არ წარმოადგენს ევროპარლამენტის ოფიციალურ პოზიციას

ზოგიერთი ქართული მედიასაშუალება შეცდომით ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე ანგარიში მოამზადა. გავრცელებული ანგარიში არ ეკუთვნის ევროპარლამენტს და ის არ წარმოადგენს ევროპარლამენტის ოფიციალურ პოზიციას, ეს არის ევროპარლამენტთან არსებული კვლევითი ცენტრის ერთ-ერთი ანგარიში, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან ქარუმიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კვლევაში გვხვდება მთელი რიგი ფაქტობრივი უზუსტობები, რომლებთან დაკავშირებით იქნება კომუნიკაცია პარტნიორებთან.

როგორც ლევან ქარუმიძე აღნიშნავს, ასეთი კვლევითი ცენტრი არსებობს საქართველოს პარლამენტშიც, რომელიც უამრავ ანგარიშს აქვეყნებს, მაგრამ ამ ანგარიშების და კვლევების წარმოჩენა, როგორც საქართველოს პარლამენტის ოფიციალური პოზიციისა იქნება შეცდომა.

„დღეს დილიდან, რიგი ქართული მედიასაშუალებები შეცდომით ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე ანგარიში მოამზადა. გავრცელებული ანგარიში არ ეკუთვნის ევროპარლამენტს და ის არ წარმოადგენს ევროპარლამენტის ოფიციალურ პოზიციას. ეს არის ევროპარლამენტთან არსებული კვლევითი ცენტრის ერთ-ერთი ანგარიში. ასეთი კვლევითი ცენტრი არსებობს საქართველოს პარლამენტშიც, რომელიც უამრავ ანგარიშს აქვეყნებს, მაგრამ ამ ანგარიშების და კვლევების წარმოჩენა, როგორც საქართველოს პარლამენტის ოფიციალური პოზიციისა იქნება შეცდომა. უშუალოდ კვლევაში გვხვდება მთელი რიგი ფაქტობრივი უზუსტობები, რომლებთანაც დაკავშირებით ჩვენ გვექნება კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. რაც შეეხება უშუალოდ ევროპარლამენტს და მის პოზიციას, საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტს ჰყავს თავისი მომხსენებელი – ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი“, – აცხადებს ლევან ქარუმიძე.

ევროპარლამენტის ვებგვერდზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ სამი ავტორის მიერ მომზადებული კვლევა გამოქვეყნდა.