ლევან ქარუმიძე – ადეიშვილმა ჯერ პასუხი უნდა აგოს საკუთარ დანაშაულებზე, ვიდრე სხვის დანაშაულებს გამოიძიებს
ადეიშვილმა ჯერ პასუხი უნდა აგოს საკუთარ დანაშაულებზე, სანამ სხვის დანაშაულებს გამოიძიებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან ქარუმიძე სოციალურ ქსელში წერს.
„მსჯავრდებულის და ცნობილი სადისტის მასპინძლობა იმ დაწესებულებაში, რომელიც ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გარანტია, რბილად რომ ვთქვათ შეუფერებელია. ადეიშვილმა ჯერ პასუხი უნდა აგოს საკუთარ დანაშაულებზე, სანამ სხვის დანაშაულებს გამოიძიებს“, – წერს ქარუმიძე.
To put it mildly, hosting a convicted felon & an infamous sadist in the institution that serves as the guarantor of #HumanRights & the #RuleOfLaw is unbecoming. Adeishvili must answer for his own crimes before he can investigate the crimes of others. @CoE_HRightsRLaw https://t.co/IFvphQjVhD
— Levan Karumidze (@KarumidzeL) October 18, 2022