ლევან ნონიკაშვილმა ახალ გუნდში პირველად გაიტანა #1TVSPORT

00:56, 10.08.2026

ლევან ნონიკაშვილმა სლოვაკეთის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა და „სკალიცას“ სანდრო ნარიმანიძისჟილინასთან“ გასვლითი შეხვედრის მოგებაში დაეხმარა 3:1.

ნაიკის ლიგის მე-3 ტურის დაპირისპირებაში ორივე ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო. „სკალიცის“ 10-მა ნომერმა თავისი ახალი გუნდი ძალიან სწრაფად დააწინაურა – 31 წლის ნონიკაშვილმა ანგარიში მე-3 წუთზე გახსნა.

სამი ტურის შემდეგ სლოვაკეთის ჩემპიონატში ქართველების გუნდები ლიდერობენ – ტრნავის „სპარტაკი“ (ლუკა ხორხელი და გიორგი მოისწრაფიშვილი თამაშობენ) და „სკალიცა“.

მსგავსი