ლევან ნახუცრიშვილი - ამ გამარჯვებას ჩემს ძმას ვუძღვნი [ვიდეო]
ლევან ნახუცრიშვილი - ამ გამარჯვებას ჩემს ძმას ვუძღვნი [ვიდეო]

მინსკში მიმდინარე რიგით მეორე ევროპულ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს მეოთხე ოქრო ლევან ნახუცრიშვილმა (-74 კგ.) მოუტანა.

ფინალში მან ტიტულოვანი რუსი სამბისტი სტანისლავ სკრიაბინი დაამარცხა. ნახუცრიშვილმა ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ, პირველი კომენტარი საქართველოს პირველ არხთან გააკეთა და განაცხადა, რომ ეს გამარჯვება ძმას მიუძღვნა.