სამბო - ლევან ნახუცრიშვილი ოქროს მედლის მფლობელია | მინსკი 2019 [ვიდეო]
სამბო - ლევან ნახუცრიშვილი ოქროს მედლის მფლობელია | მინსკი 2019 [ვიდეო]

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ქართველმა სამბისტმა ლევან ნახუცრიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

74 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში ის რუს სპორტსმენ სტანისლავ სკრიაბინს ხვდებოდა და მეტოქე ანგარიშით 5-1 დაამარცხა.

დღესვე, ოქროს მედლისთვის კიდევ ერთი ქართველი სამბისტი, ბექა ბერძენიშვილი იჭიდავებს. ფინალში ის ბელარუს იური რიბაკს შეხვდება.