ლევან მურუსიძე - სასამართლოს პოსტს არ ვეკიდები, ერთი სული მაქვს, როდის წავალ, მაგრამ როდესაც მეუბნებიან, რომ კორუმპირებული ვარ, ამ დროს როგორ უნდა წავიდე, როგორ ვიცხოვრო?!
ლევან მურუსიძე - სასამართლოს პოსტს არ ვეკიდები, ერთი სული მაქვს, როდის წავალ, მაგრამ როდესაც მეუბნებიან, რომ კორუმპირებული ვარ, ამ დროს როგორ უნდა წავიდე, როგორ ვიცხოვრო?!

ჩემზე აგორებულია ბევრი ცუდი პიარი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სანქცირებული ვარ, არ მეშინია, მე ჩემი პრინციპები მაქვს, – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ გადაცემა „იმედის“ ეთერში გადადგომასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„როდესაც გაბრალებენ, რომ კორუმპირებული ხარ და თან არ გეუბნებიან, რატომ, ამ დროს მე ავდგე და გადავდგე?! სად წავიდე?! როგორ ვიცხოვრო?! მე სასამართლოს პოსტს არ ვეკიდები, ერთი სული მაქვს, როდის წავალ, დავისვენებ, სულ მურუსიძის გვარი ისმის და ქვეყანაში ყველაფერ უბედურებას, ძირითადად, მე მაბრალებენ, მაგრამ როდესაც მეუბნებიან, რომ შენ ხარ კორუმპირებული, ამ დროს სად ან როგორ უნდა წავიდე?!“ – აღნიშნა ლევან მურუსიძემ.

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.