ლევან მურუსიძე - ეკა გიგაური ჩემთან მოვიდა და  მითხრა, დიდი პატივია, თქვენთან გავაფორმოთ მემორანდუმიო, სამი თვის შემდეგ კი გავხდი მურუსიძე
ლევან მურუსიძე - ეკა გიგაური ჩემთან მოვიდა და  მითხრა, დიდი პატივია, თქვენთან გავაფორმოთ მემორანდუმიო, სამი თვის შემდეგ კი გავხდი მურუსიძე

ჩემთან ეკა გიგაური თავისი ინიციატივით მოვიდა და ბრძანა, ჩემთვის დიდი პატივია, თქვენთან გავაფორმოთ მემორანდუმიო და გავაფორმეთ, სამი თვის შემდეგ კი მე გავხდი მურუსიძე, – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც ლევან მურუსიძემ აღნიშნა, მასზე უარყოფითი საუბრები დაიწყო მაშინ, როდესაც გახდა იუსტიციის აბჭოს მდივანი და ჩამოყალიბდა სასამართლოს ლიდერად.

„სასამართლო კონტიგენტზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იძახდნენ, ჩვენ სააკაშვილის ხელისუფლებისგან იმით უნდა ვიყოთ განსხვავებული, რომ არ უნდა გავუშვათ ეს მოსამართლეები ვადაზე ადრე, მაგრამ როდესაც მათ ვადა ამოეწურებათ, იმიტომ, რომ მუშაობდნენ სააკაშვილის პერიოდში მათ უნდა დატოვონ თანამდებობა. მე ვიყავი ამის პრინციპული წინააღმდეგი და ჩემს გარშემო გაერთიანდა სასამართლო კორპუსი და ზუსტად ამ სასამართლო კორპუსის გაერთიანების გამო, ჩვენ ვიბრძოდით დამოუკიდებლობისთვის.  მე მეტსაც გეტყვით, ვიდრე ჩემს წინააღმდეგ ასეთი დარტყმები წამოვიდოდა, ჩემთან ეკა გიგაური თავისი ინიციატივით მოვიდა და ბრძანა, ჩემთვის დიდი პატივია, თქვენთან გავაფორმოთ მემორანდუმიო და გავაფორმეთ. სამი თვის შემდეგ კი, მე გავხდი მურუსიძე”, – განაცხადა მურუსიძემ.