ლევან მოსეშვილი - ვენეციის მიმართულების ამოქმედება კიდევ უფრო ზრდის ქუთაისის აეროპორტის ხელმისაწვდომობას და აძლიერებს საქართველოს საჰაერო კავშირებს ევროპასთან
ლევან მოსეშვილი - ვენეციის მიმართულების ამოქმედება კიდევ უფრო ზრდის ქუთაისის აეროპორტის ხელმისაწვდომობას და აძლიერებს საქართველოს საჰაერო კავშირებს ევროპასთან

იტალიის კიდევ ერთი ქალაქის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ეტაპია, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახალი მიმართულება არსებულ საჰაერო ქსელს კიდევ უფრო აძლიერებს.

„იტალიის კიდევ ერთი ქალაქის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ეტაპია და ახალი მიმართულება არსებულ საჰაერო ქსელს კიდევ უფრო აძლიერებს. ახალი მიმართულება ქუთაისის აეროპორტის კავშირებს ევროპასთან კიდევ უფრო გაამყარებს და რეგიონის ტურისტულ და ეკონომიკურ შესაძლებლობებს კიდევ უფრო გაზრდის“, – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

მისი თქმით, Wizz Air-ი საქართველოს ავიაბაზარზე ლიდერის პოზიციებს ინარჩუნებს.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი – Wizz Air-ი კვლავ ლიდერის პოზიციებს ინარჩუნებს საქართველოს ავიაბაზარზე: 2025 წლის 11 თვეში Wizz Air-ი საქართველოში 1,7 მილიონამდე მგზავრს მოემსახურა და ქუთაისის აეროპორტიდან 4 900-ზე მეტი რეისი შეასრულა“, – განაცხადა ლევან მოსეშვილმა. 

ლევან მოსეშვილის თქმით, ახალი მიმართულება ქუთაისის აეროპორტის კავშირებს ევროპასთან კიდევ უფრო გაამყარებს და რეგიონის ტურისტულ და ეკონომიკურ შესაძლებლობებს კიდევ უფრო გაზრდის

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დღეიდან ვენეციის მიმართულებით პირდაპირი რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება.