ლევან მოსეშვილი – ახალი ბიზნესლაუნჯი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისთვის

18:13, 29.05.2026

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გახსნილი ბიზნესლაუნჯი მგზავრებს დაეხმარება გაფრენამდე დრო სასიამოვნოდ გაატარონ, ასევე მიიღონ ყველა შესაბამისი სერვისი.

,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი ბიზნესლაუნჯი გავხსენით, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ VISA-სთან თანამშრომლობით განახორციელა. ეს არის მნიშვნელოვანი ახალი სერვისი ჩვენი მგზავრებისთვის. მათ უკვე შეუძლიათ, გაფრენამდე კომფორტულ გარემოში დაისვენონ და მიიღონ ყველა შესაბამისი მომსახურება. ახალი ბიზნესლაუნჯი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში და ჩვენი მიზანია, მგზავრებს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ“, – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

თანამედროვე, მინიმალისტურ სტილში შესრულებული ბიზნესლაუნჯი აეროპორტის გაფრენის დარბაზში პირველ და მეორე სართულზეა განთავსებული და ერთდროულად 70 ადამიანის მოემსახურება. პროექტის საინვესტიციო ღირებულებაა მილიონ ლარზე მეტია. VISA პრემიუმ კატეგორიის ბარათების მქონე მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ლაუნჯით სარგებლობა უფასოდ შეეძლებათ.

ლევან მოსეშვილის განცხადებით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება მილიონ ლარზე მეტია.

VISA-ს პრემიუმ კატეგორიის ბარათების მქონე მგზავრები ბიზნესლაუნჯით უფასოდ ისარგებლებენ. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სივრცე VISA-ს ბრენდის კონცეფციით იქნება წარმოდგენილი, ხოლო მის ოპერირებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.

მსგავსი