ლევან მგალობლიშვილი - ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ
ლევან მგალობლიშვილი - ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ

ჩემთვის, როგორც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისთვის, უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა ვეტერანებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის თავმჯდომარის თქმით, სამუშაო შეხვედრის ფორმატში ვეტერანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერებასა და მათთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე ისაუბრეს.

„სამუშაო შეხვედრის ფორმატში ვეტერანებს შევხვდი და ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ჩვენ ვეტერანების დახმარებისა და რესოციალიზაციის მიზნით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან კოორდინაციით დღემდე აქტიურად ვახორციელებთ სხვადასხვა ღონისძიებას, რომლებიც მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური გახდება და ინტენსიურ ხასიათს მიიღებს“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

ლევან მგალობლიშვილის კომენტარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.