ლევან მჭედლიძე „ემპოლისთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს
ლევან მჭედლიძე „ემპოლისთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე კვლავ იტალიური „ემპოლისთვის” ითამაშებს. გუნდი სერია „ა“-ს ახლახანს დასრულებულ სეზონში დაუბრუნდა, ლევან მჭედლიძე კი ახალ კონტრატქს გააფორმებს, – ინფორმაციას pianetaempoli.it ავრცელებს.

„ეს ამბავი მათ გააოცებს, ვინც ჭორები დაიჯერა, მაგრამ ძალიან სასიხარულო იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ემპოლი“ და ლევან მჭედლიძე კვლავ ერთად იქნებიან. მხარეები უკვე შეხვდნენ და შეთანხმდნენ, რომ ურთიერთობას გააგრძელებენ“, – წერს „ემპოლის“ ვებგვერდი pianetaempoli.

გამოცემის ცნობით, შესაძლოა, ახალი კონტრაქტი დღესვე გაფორმდეს. ლაპარაკი იმის შესახებ, რომ კლუბი ქართველ თავდამსხმელთან კონტრაქტს არ გააფორმებდა, იმის გამო დაიწყო, რომ დიდი ხანი არ უთამაშია და ხელშეკრულების ვადა ამოეწურა, მაგრამ „ემპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა აურელიო ანდრეაზოლიმ, რომელიც გუნდი სერია „ა“-ში გადაიყვანა, მჭედლიძის დატოვება გადაწყვიტა.