ლევან მახაშვილი - საქართველოს გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება ვერცერთი დისკუსია, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას, აღმოსავლეთ სამეზობლოს ეხება, ხელისუფლება არანაირ შანტაჟს არ დაექვემდებარება
ლევან მახაშვილი - საქართველოს გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება ვერცერთი დისკუსია, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას, აღმოსავლეთ სამეზობლოს ეხება, ხელისუფლება არანაირ შანტაჟს არ დაექვემდებარება

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ბრიუსელში უკვე ყველამ დაინახა, რომ ეროვნულ ინტერესებს როცა ეხება საქმე, საქართველოს ხელისუფლება არანაირ შანტაჟს არ დაექვემდებარება.

მახაშვილმა კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე არ არის მიწვეული.

ლევან მახაშვილის თქმით, საქართველოს გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება ვერცერთი დისკუსია, რომელიც გაფართოებას, აღმოსავლეთ სამეზობლოს, შავი ზღვის უსაფრთხოებას ეხება.

„ეს იმავე დამოკიდებულებისა და ბრალდებების გაგრძელებაა, რასაც ამ ადამიანებისგან ვისმენდით. საქართველოს გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება ვერცერთი დისკუსია, რომელიც გაფართოებას, აღმოსავლეთ სამეზობლოს, შავი ზღვის უსაფრთხოებას, ცენტრალურ აზიაში მინერალებზე წვდომას ეხება. ამიტომ ასეთი დისკუსია არის ხელოვნური ან ნახევრადეფექტიანი, რადგან მასში საქართველო არ მონაწილეობს. მათ ნამდვილად თუ სურთ, ისაუბრონ გამოწვევაზე, გამოსვლის ძიებაზე, საქართველოს გარეშე ვერცერთი ასეთი შეხვედრა სრულყოფილი ვერ იქნება.

ამ ფორმატში საქართველოს არმიწვევას უფრო ვუწოდებდი ზეწოლას, რომ ქვეყანამ ის ნაბიჯები გადადგას, რაც მათთვის მისაღებია. ფორუმი იქნება თუ კონფერენცია, ამ ფორმატში საქართველოს არმიწვევა ზეწოლის სტრატეგიის ნაწილია. ალბათ ყველამ დაინახა, მათ შორის ბრიუსელში, რომ ხელისუფლება არანაირ შანტაჟს არ დაექვემდებარება, თუ ეს ეროვნულ ინტერესებს ეხება“, – განუცხადა ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს.