ლევან მახაშვილი – სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არანაირი გეგმა და იდეა არ არსებობს, ეს ჩვეულებრივი ჭორებია
საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არანაირი გეგმა და იდეა არ არსებობს.
მისი თქმით, ეს ჩვეულებრივი ჭორებია.
„რა ინფორმაციაც მაქვს, არაფერი იცვლება, მთავრობაში სამთავრობო ცვლილებები არ განიხილება. ეს მორიგ ჯერზე გავრცელებული ჭორებია. მმართველ გუნდში არანაირი საუბარი და განხილვა არ არის. დღეს სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არანაირი გეგმა და იდეა არ არსებობს, ეს ჩვეულებრივი ჭორებია“, – განაცხადა მახაშვილმა.