ლევან მახაშვილი - როცა რაღაც არ მოსწონთ, არალეგიტიმური ან რუსულია, არჩევნები როცა არ მოსწონთ, არალეგიტიმურია, სარჩელი არ მოსწონთ - არაკონსტიტუციურია
ლევან მახაშვილი - როცა რაღაც არ მოსწონთ, არალეგიტიმური ან რუსულია, არჩევნები როცა არ მოსწონთ, არალეგიტიმურია, სარჩელი არ მოსწონთ - არაკონსტიტუციურია

როცა რაღაც არ მოსწონთ, ან არალეგიტიმურია, ან რუსული. ეს მათი ორი სტანდარტული პასუხია. არჩევნები როცა არ მოსწონთ, არალეგიტიმურია; სარჩელი არ მოსწონთ, არაკონსტიტუციურია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილმა კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ „ძლიერი საქართველო – ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.

„მათი არჩევანია, რაც უნდათ, თქვან. იმედია, საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენს პოზიციას გაიზიარებს. ისინი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდნენ და იმედია, საკონსტიტუციო სასამართლოში მაინც წარადგენენ საკუთარ პასუხებს“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.