ლევან მახაშვილი - პრეზიდენტის გაერო-ში ვიზიტი არ არის გათვლილი ორმხრივ ურთიერთობებში გარდატეხაზე, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შესაძლებლობა თუ იქნება, ამას მივესალმებით
ლევან მახაშვილი - პრეზიდენტის გაერო-ში ვიზიტი არ არის გათვლილი ორმხრივ ურთიერთობებში გარდატეხაზე, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შესაძლებლობა თუ იქნება, ამას მივესალმებით

პრეზიდენტის გაერო-ში ვიზიტი არ არის გათვლილი ორმხრივ ურთიერთობებში გარდატეხაზე, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შესაძლებლობა თუ იქნება, რა თქმა უნდა, ამას მივესალმებით, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გაერო-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ისაუბრებს ქვეყნის ინტერესებზე.

„გაერო-ში პრეზიდენტის ვიზიტი არ არის გათვლილი, რომ ორმხრივ ურთიერთობებში გარდატეხა შევიდეს. დონალდ ტრამპთან შეხვედრის შესაძლებლობა თუ იქნება, რა თქმა უნდა, ამას მივესალმებით. თუმცა გაერო-ში ვიზიტის ფარგლებში ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ისაუბრებს ქვეყნის ინტერესებზე, რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და როგორ წარმოგვიდგენია ქვეყნის განვითარება. თუ დამატებით იქნება შესაძლებლობა, რომ ამერიკულ მხარესთან დისკუსიები იყოს, ამასაც მივესალმებით. არ გვინდა, რომ ამ ვიზიტისგან განსაკუთრებული მოლოდინები შევქმნათ, ეს იქნება საქმიანი ვიზიტი“, – განაცხადა მახაშვილმა.