ლევან მახაშვილი – ორმაგი სტანდარტია, როცა საფრანგეთში აქციის დაშლა დაშვებულია და საქართველოში არა – „საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავენ“

13:03, 05.05.2025

ორმაგი სტანდარტია, როცა საფრანგეთში აქციის დაშლა დაშვებულია და საქართველოში არა – „საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავენ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის თქმით, იმ დროს, როცა რადიკალური ჯგუფები სახელმწიფო უწყებებზე შტურმს ახორციელებენ და პოლიციელებს საკუთარი მოვალეობის შესრულების გამო „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან, ამას უწოდებენ დემოკრატიის მეომრებს, დემოკრატიას, ხოლო საკუთარ ქვეყანაში სოციალურ ნიადაგზე წარმოშობილ ერთ-ერთ ქუჩის პროტესტს იმ ფორმით არბევენ, როგორც დაარბიეს.

„იგივე რამ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვნახეთ და ამის ფონზე წყალი აქვთ პირში ჩაგუბებული, რაც ორმაგი სტანდარტია. ეს თუ ვინმეს რეპუტაციას და სანდოობას აზიანებს, თავად ეს ქვეყნებია. ჭკუის დარიგებას ვერ მივიღებთ, როცა ამ ყველაფრის ფონზე სხვას მაღალი პედესტალიდან ჭკუას უკითხავენ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მსგავსი