ლევან მახაშვილი - ოპოზიციის რადიკალიზაცია ახალი არ არის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არც არაფერია გასაკვირი, ეს მათი ხელწერაა, იმედია, სხვებს ეყოფათ სითამამე, რომ ამ რადიკალიზაციის წრეს თავი დააღწიონ

ოპოზიციის პოლიტიკური ნაბიჯები იმდენად ბუნდოვანია, რომ ძნელია, მიჰყვეთ. ერთმანეთს უფრო მეტი რადიკალიზაციისკენ და პოლარიზაციისკენ მოუწოდებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეm, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის თქმით, ოპოზიციის მიზანია, არჩევნები და დემოკრატიული პრინციპები უარყონ, ასევე უარყონ თავიანთი თავი, როგორც პოლიტიკურმა პარტიებმა.

„მათი რადიკალიზაცია ახალი არ არის, არც უჩვეულო და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არც არაფერია გასაკვირი, ეს მათი ხელწერა და ნიშაა. იმედია, სხვებს იმის სიმამაცე და სითამამე ეყოფათ, ამ რადიკალიზაციის წრეს თავი დააღწიონ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.