ლევან მახაშვილი - ნიკა გვარამიას მხრიდან „ლელოსა“ და გახარიას გუნდის მიმართ შეთავაზება კატათაგვობანას თამაშს ჰგავს
ლევან მახაშვილი - ნიკა გვარამიას მხრიდან „ლელოსა“ და გახარიას გუნდის მიმართ შეთავაზება კატათაგვობანას თამაშს ჰგავს

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციაში ძალაუფლების მოპოვებისთვის შიდა პოლიტიკური თამაშები მიმდინარეობს.

მახაშვილის თქმით, გვარამიას მხრიდან „ლელოსა“ და პარტია „საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანებაის შეთავაზება კატათაგვობანას თამაშს ჰგავს.

„შიგნით რისთვის და როგორ იბრძვიან, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანები ერთ თამაშს თამაშობენ და ეს საზოგადოებამ არაერთხელ იხილა. არჩევნების შემდეგ მცდელობა იყო, რომ ერთი ფლანგი ზედმეტად ხისტი ყოფილიყო, მეორე ფლანგი კი – შედარებით ლიბერალური და ამით საზოგადოებისთვის ნაცარი შეეყარათ თვალში, მაგრამ ვხედავთ, გახარიას გუნდს პარლამენტში რა წარმოდგენებს დგამს. ეს ხალხი ერთი აზრისა და იდეოლოგიის გამტარებელია. შიგნით როგორ დალაგდებიან, შეერთდებიან თუ მარტივ მამრავლებად დაიშლებიან, ეს საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესოა. ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ შეიძლება საინტერესო იყოს, თუ ამას კონკრეტული გამოძახილი აქვს საზოგადოების კეთილდღეობაზე, თუმცა რასაც ვხედავთ, რადიკალურ ოპოზიციაში ძალაუფლების მოპოვებისთვის შიდა პოლიტიკური თამაშები მიმდინარეობს“, – განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო – ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ალიანსში უნდა მიიღონ.