ლევან მახაშვილი - ნატო-ს ცარიელ სიტყვებს კონკრეტული ნაბიჯები უნდა ამაგრებდეს, მათ შორის წევრი ქვეყნების მხრიდან, რადგან ჩვენს რეგიონში სიტყვებს ხშირად გარკვეული შედეგები და ქმედებები მოსდევს
ლევან მახაშვილი - ნატო-ს ცარიელ სიტყვებს კონკრეტული ნაბიჯები უნდა ამაგრებდეს, მათ შორის წევრი ქვეყნების მხრიდან, რადგან ჩვენს რეგიონში სიტყვებს ხშირად გარკვეული შედეგები და ქმედებები მოსდევს

ნატო-ს ცარიელ სიტყვებს კონკრეტული ნაბიჯები უნდა ამაგრებდეს, მათ შორის, წევრი ქვეყნების მხრიდან, რადგან ჩვენს რეგიონში სიტყვებს ხშირად გარკვეული შედეგები და ქმედებები მოსდევს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო-მ, ლამაზ სიტყვებთან ერთად, რეგიონში კონკრეტული ნაბიჯები გადადგას უფრო მეტი წარმომადგენლობის მხრივ.

„ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის განცხადება, სხვა განცხადებებისა და შეფასებებისგან განსხვავებით, სრულიად დადებითი და პოზიტიურია. რა თქმა უნდა, მისასალმებელია სიტყვების დონეზე, მაგრამ მაინც ამ სახის აღიარებაა. აღიარებაა, რომ, მართალია, წელიწადში იტყვის ხოლმე, მაგრამ ნატო და საქართველო ერთმანეთთან თანამშრომლობის და პარტნიორობის ერთგულები ვართ. ეს სიტყვიერ დონეზე მაინც მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენი მთავარი საზრუნავი და კითხვა არის, რომ ეს არ იყოს მხოლოდ ლამაზი და პოზიტიური სიტყვები. ამ ცარიელ სიტყვებს კონკრეტული ნაბიჯები უნდა ამაგრებდეს, მათ შორის, ნატო-ს წევრი ქვეყნების მხრიდან, რადგან, მით უმეტეს ჩვენს რეგიონში, სიტყვებს ხშირად გარკვეული შედეგები და ქმედებები მოსდევს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ნატო-მ, ლამაზ სიტყვებთან ერთად, რეგიონში კონკრეტული ნაბიჯები გადადგას უფრო მეტი წარმომადგენლობის მხრივ“, – განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ნატო მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის და შემდგომი სამიტების გადაწყვეტილებებს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.