ლევან მახაშვილი - ცივილიზებული უფსკრულის პირას მყოფი ორგანიზაციისგან დემოკრატიულობაზე საუბარი  ცოტა ღიმილის მომგვრელია
ლევან მახაშვილი - ცივილიზებული უფსკრულის პირას მყოფი ორგანიზაციისგან დემოკრატიულობაზე საუბარი ცოტა ღიმილის მომგვრელია

ცივილიზებული უფსკრულის პირას მყოფი ორგანიზაციისგან ცოტა ღიმილის მომგვრელია დემოკრატიულობაზე საუბარი, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართულ მხარემ არაერთი განცხადება გააკეთა და დიალოგისთვის მზაობა გამოთქვა.

„მათი მხრიდან მსგავსი კომენტარები კატა-თაგვობანას დაემსგავსა. დიალოგის თაობაზე არაერთი განცხადება გავაკეთეთ და მზაობა გამოვთქვით. ბუნებრივია, ეს დიალოგი ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს და არა ზეწოლის პოლიტიკას. სხვა მხრივ, დემოკრატიულობაზე საუბარი ცივილიზებული უფსკრულის პირას მყოფი ორგანიზაციისგან ცოტა ღიმილის მომგვრელია. დიალოგი იქნება, თუ დემოკრატიაზე საუბარი, მისაღები იქნება იმ ორგანიზაციისგან, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, თავად იცავს დემოკრატიის ძირითად პრინციპებს“, – განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა,: „იმედი მაქვს, ხალხის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა დაუბრუნდება ევროპულ გეზს, თუმცა ეს მათ ხელშია“.