ლევან მახაშვილი – ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონკრეტული საქმე, მზად ვართ, შინაარსობრივ საკითხებში სერიოზული საუბრებისთვის და არა ამ ტიპის საბავშვო ბაღის თამაშებისთვის

13:45, 17.11.2026

მარტა კოსს არაფერს ვპასუხობ, თუ თავის ასე მოსულელება უნდა, კი ბატონო, მოისულელოს, მარტივად არის სიტუაცია – მინისტერიალია, შესაბამისად, მასში მონაწილეობას მინისტრები იღებენ და არა ელჩები ან სხვები, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ იქნება მინისტრეალზე მინისტრის დონეზე მიწვევა, საქართველოს მხრიდან შესაბამისი მონაწილეობა იქნება.

„პროცედურების და ინსტიტუტების ბოროტად გამოყენება იმისთვის, რომ  საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი ქვეყანას ისევ ჯიუტად მოახვიო თავს, ჩვენთვის რაღაც საბავშვო ბაღის თამაშები საინტერესო არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონკრეტული საქმე და ჩვენ მზად ვართ, შინაარსობრივ საკითხებში სერიოზული საუბრებისთვის და არა ამ ტიპის საბავშვო ბაღის თამაშებისთვის. მათი გადასაწყვეტია, როგორ ბოროტად გამოიყენებენ  ინსტიტუტებს თუ პროცედურებს, ჩვენ  ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. ევროკავშირის წარმომადგენლები წარმოდგენილი არიან აქ. იცით, რომ ანაკლიის პორტის ფსკერის დამაღრმავებელ სამუშაოებს  ბელგიურ-ჰოლანდიური კომპანია ახორციელებს. ბრიუსელს თუ თავისი მოსულელება უნდა, ეს მათი გადასაწყვეტია და ჩვენ ამაში ხელს ვერ შევუშლით, მაგრამ საქმე კეთდება და ამ საქმეს მომავალშიც გავაგრძელებთ“, – განაცხადა მახაშვილმა.

მსგავსი