ლევან მახაშვილი - ჩორჩანის თემაზე გიორგი გახარიამ კომისიის სხდომაზე ისაუბრა და არაერთი კითხვა გაჩნდა, რეალურად რა მოხდა ჩორჩანაში, სათანადო პასუხების გაცემა სჭირდება
ლევან მახაშვილი - ჩორჩანის თემაზე გიორგი გახარიამ კომისიის სხდომაზე ისაუბრა და არაერთი კითხვა გაჩნდა, რეალურად რა მოხდა ჩორჩანაში, სათანადო პასუხების გაცემა სჭირდება

გიორგი გახარიამ ჩორჩანის თემაზე კომისიის სხდომაზე ისაუბრა და არაერთი კითხვა გაჩნდა, რეალურად რა მოხდა ჩორჩანაში. კითხვებს სათანადო პასუხების გაცემა სჭირდება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„საზოგადოებაში სხვადასხვა ისტორია არსებობდა და ეს პერიოდი საკმაოდ ბუნდოვანებით იყო მოცული. გიორგი გახარიამ ამ თემაზე კომისიის სხდომაზე ისაუბრა და არაერთი კითხვა გაჩნდა, რეალურად თუ რა მოხდა ჩორჩანაში. კითხვებს სათანადო პასუხების გაცემა სჭირდება. საზოგადოებამ განსაჯოს, რეალურად, თუ რა მოხდა. თუ გამოიკვეთა, რომ ზოგიერთმა პასუხისმგებელმა პირებმა არ გააკეთეს ის, რაც უნდა გაეკეთებინათ ან გააკეთეს ის, რაც არ უნდა გაეკეთებინათ, ამასაც შესაბამისი რეაგირება სჭირდება. ყველამ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი, რათა ამ თემაზე არანაირი ბუნდოვანება არ არსებობდეს. კითხვებია შედეგიდან გამომდინარე. შედეგია ის, რომ ერთ მილიონ კვადრატულზე მეტი დროებითი ოკუპაციის ქვეშ მოექცა. კითხვაა, თუ რაიმეს გაკეთება შეიძლებოდა, რატომ არ გაკეთდა და ხომ არ გადადგეს მაღალი თამამდებობის პირებმა ისეთი ნაბიჯები, რამაც ამ პროცესის პროვოცირება და უზარმაზარი მიწის დროებითი ოკუპაციის ქვეშ გადაცემა გამოიწვია? ამ კითხვებს პასუხები სჭირდება“,- განაცხადა მახაშვილმა.