ლევან მაჭავარიანი - რასა იუკნევიჩიენე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტად იქცა, ყველანაირი დიპლომატიური ჩარჩოდან გადის, მისი განცხადებები საქართველოს მოქალაქეებისთვის შეურაცხმყოფელია
ლევან მაჭავარიანი - რასა იუკნევიჩიენე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტად იქცა, ყველანაირი დიპლომატიური ჩარჩოდან გადის, მისი განცხადებები საქართველოს მოქალაქეებისთვის შეურაცხმყოფელია

რასა იუკნევიჩიენე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტად იქცა და ყველანაირი დიპლომატიური ჩარჩოდან გადის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარის განცხადებები საქართველოს მოქალაქეებისთვის შეურაცხმყოფელია.

„რასა იუკნევიჩიენეს ლექსიკონი ზღვარს სცდება, ამორალურ განცხადებებს აკეთებს, როგორც ჩანს, სერიოზული ფსიქიკური პრობლემებიც აქვს. ეს ადამიანი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტად იქცა და ყველანაირი დიპლომატიური ჩარჩოდან გადის. მან ქართველი ხალხი გააკრიტიკა, „ქართულ ოცნებას“ მხარი როგორ დაუჭირეთო. ვინ ეკითხება, ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს, ქართველია, თუ? მისი განცხადებები საქართველოს მოქალაქეებისთვის შეურაცხმყოფელია“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ვალენსიაში, „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „საქართველოში დღეს მოქმედი რეჟიმი არის კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან წარმატებით მიტაცების მაგალითი და ეს შეიძლება, მოუვიდეს ევროკავშირის წევრ ქვეყანასაც, თუ ჩვენ ამ ინფექციას დროულად არ შევაჩერებთ“.