ლევან მაჭავარიანი - მთავრობის შესაბამისი უწყებისგან არ იქნება თანხმობა ისეთ გრანტებზე, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში რევოლუციის მოწყობისკენ, კანონი ემსახურება ასეთი სახის დაფინანსების პრევენციას
იმის თაობაზე თუ სწუხან, რომ რაღაც სახის გრანტები უნდა გადაეცეთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მდიდარი „ენჯეოების“ წარმომადგენლებს, რომლებიც ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას აპირებენ და წინასწარ იციან, რომ ასეთ გრანტებზე თანხმობა არ ექნებათ მთავრობის შესაბამისი უწყებისგან, რა თქმა უნდა, ეს მათი პრობლემაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
როგორც მაჭავარიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, კანონი ემსახურება იმას, რომ მოხდეს ასეთი სახის დაფინანსების პრევენცია.
„მათ გრანტის გაცემაზე არანაირი პრობლემა არ აქვთ, შეუძლიათ, შესაბამისს უწყებებს მიმართონ და, რა თქმა უნდა, პროცედურებს გაარკვევენ“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.