ლევან მაჭავარიანი – კარგია, რომ მოქალაქეები უსმენენ სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ სამარცხვინო განცხადებებს, თითქოს მიხეილ სააკაშვილს პარტიაში არანაირი გავლენა არ ჰქონდა
ძალიან კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომები საჯაროდ გადაიცემა და მოქალაქეები უსმენენ „ნაციონალური მოძრაობის“ სამარცხვინო განცხადებებს, თითქოს ვანო მერაბიშვილი და ადეიშვილი „ნაცებს“ არ წარმოადგენდნენ, მიხეილ სააკაშვილს კი პარტიაში არანაირი გავლენა არ ჰქონდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ ასეთი აბსურდებამდე დავიდოდნენ.
„ისეთი მძიმეა ეს ბრალდებები და იმდენად მყარია ის მტკიცებულებები, რომელიც მათ წინააღმდეგ წარდგენილი გვაქვს, თავის დაცვას ვერ შეძლებდნენ. თუმცა ამდენად უსუსური არგუმენტების მოყვანას თუ დაიწყებდნენ, ნამდვილად არ წარმომედგინა, თითქოს ხელისუფლება ცალკე მოქმედებდა და პარტია – ცალკეო. მმართველი პარტია იყო „ნაციონალური მოძრაობა“. შესაბამისად, მმართველი პარტია იყო პასუხისმგებელი ხელისუფლების მოქმედებებზე, მთავრობის მოქმედებებზე. სწორედ პარტიის დაკომპლექტებულია ხელისუფლება“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.