ლევან მაჭავარიანი – გრანტის გაცემაზე არანაირი პრობლემა არ არის, შეუძლიათ, შესაბამისს უწყებებს მიმართონ და პროცედურებს გაარკვევენ

12:39, 12.06.2025

საელჩოებს გრანტის გაცემაზე არანაირი პრობლემა არ აქვთ, შეუძლიათ, შესაბამისს უწყებებს მიმართონ და, რა თქმა უნდა, პროცედურებს გაარკვევენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, კანონი იმას ემსახურება, რომ არ მოხდეს ისეთი სახის დაფინანსების გაცემა, რომლითაც ქვეყანაში რევოლუციები ფინანსდება.

„თუ წუხან, რომ რაღაც სახის გრანტები „ნაციონალური მოძრაობის“ და მდიდარი „ენჯეოების“ წარმომადგენლებს უნდა გადაეცეთ, რომლებიც ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას აპირებენ და იციან, ასეთ გრანტებზე თანხმობა არ ექნებათ მთავრობის შესაბამისი უწყებისგან, ეს მათი პრობლემაა, მაგრამ კანონი იმას ემსახურება, რომ ასეთი სახის დაფინანსების პრევენცია მოხდეს. მათ გრანტის გაცემაზე არანაირი პრობლემა არ აქვთ, შეუძლიათ, შესაბამისს უწყებებს მიმართონ და, რა თქმა უნდა, პროცედურებს გაარკვევენ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მსგავსი